საქართველოს პარლამენტი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სებ-ის ანგარიში უარყოფითად შეაფასა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში უარყოფითად შეაფასა. კომიტეტის წევრების კითხვები ეროვნული ბანკის წარმომადგენლის, არჩილ მესტვირიშვილისადმი ძირითადად კრიტიკული იყო. დეპუტატებმა კენჭისყრისას ანგარიშს მხარი არ დაუჭირეს.

ანგარიშის მოსმენისას კომიტეტის წევრებმა თქვეს, რომ მეტი კორდინაციისა და ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი აქტიურობის პირობებში შესაძლებელი იყო, ლარის გაუფასურებით მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო. 

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, 2008-2009 წლებში ეროვნული ბანკი გაცილებით აქტიურ ინტერვენციებს ახორციელებდა. მას აინტერესებს, რატომ აღმოაჩნდა ეროვნულ ბანკს ახლა განსხვავებული მიდგომა. 

კომენტარები