არაფერი განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური დეკლარაციის დონეზეც არ იქნება განცხადება, ასევე არ იქნება ევროპული პერსპექტივა, მაგრამ იქნება პოზიტიური დეკლარაცია იმ ნაბიჯების თაობაზე, რაც საქართველომ აქამდე გააკეთა, ამიტომ არ მინდა მოსახლეობას დარჩეს იმის აღქმა, რომ დღეს რიგის სამიტზე მთავრდება, იგივე ვიზასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოლაპარაკებები და ამ საკითხზე ეს არის რაღაც ბოლო აკორდი ჩვენს ურთიერთობაში. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტექნიკური კრიტერიუმებიც დავაკმაყოფილოთ და პროაქტიული დიპლომატიით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მივაღებინოთ.
tbl.ge/7wh
დაკოპირდა

განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც რიგის სამიტზე იმყოფება.
ამავე თემაზე
- ილვესი: სამიტით შესაძლოა უკმაყოფილოები ხართ, მაგრამ მუშაობა უნდა განაგრძოთ
- ბაქრაძე: ვიზა ლიბერალიზაციის პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება
- ზაქარეიშვილი: ხელმოცარულ ძალებს სურთ, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს პოლიტიკას
- ღარიბაშვილი: წინა მთავრობის შემდეგ დიდი ნახტომი გვაქვს, ამას ყველა აღნიშნავს
- აშშ: რუსეთის ზეწოლის ზრდისას რეგიონის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია