სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მამაკაცის დაჭრისთვის 1967 წელს დაბადებული დავით ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიღმის მასივში, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გიორგი ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის გიორგი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილება აწარმოებს.





