საქართველოს ეკონომიკა

IMF: საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება

jornadadiaria.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მონაცემებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 2.005%-ით გაიზრდება, რაც 2015 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ 5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია. ეკონომიკური ზრდის შენელების მთავარ მიზეზს საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისი წარმოადგენს, რაც საქართველოს ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებას უკავშირდება. 

სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარება ახდენს. სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს რუსეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდება. უფრო მეტად, 5.5%-ით შემცირდება უკრაინის ეკონომიკა. 2.3%-ით შემცირდება ბელარუსის ეკონომიკა, 1%-ით - სომხეთის ეკონომიკა. ეკონომიკის 1%-იანი შემცირება არის მოსალოდნელი მოლდოვაშიც. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 0.6%-ით გაიზრდება აზერბაიჯანის ეკონომიკა, ყაზახეთში კი 2.2%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს მსოფლიოს ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით გაიზრდება. თუკი საქართველოში 3%-ზე ნაკლები ზრდა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ერთი პროცენტით გაღარიბდება. 

კომენტარები