რუსეთ-საქართველო

პრემიერი: გვსურს, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს ყველასთან, მათ შორის, რუსეთთან

ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ბიზნესი ვაკეთოთ საქართველოში, რომ საქართველო გახდეს რეალურად ლოგისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების ცენტრი, წარმოების ცენტრი... საქართველოს შეუძლია, იყოს უნიკალური მოთამაშე რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი არის სტაბილურობა და ამ მხრივაც, ჩვენმა ახალმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ პრაგმატული, კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელსაც სურს ნორმალიზებული, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის, რუსეთთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. თუმცა, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები ცალკე განხილვის საგნად ვაქციეთ და ამ მიმართულებით გვაქვს ჩვენ პროგრესი. 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები