გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

mrdi.gov.ge

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ვაჟა ფანჩულიძემ განცხადება დღეს დაწერა. გადადგომის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დეპარტამენტში რაიმე სახის კონფლიქტს სამინისტროსთან გამორიცხავენ. 

ვაჟა ფანჩულიძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ პრემიერმინისტრის ბრძანებით დაინიშნა. იგი ამ პოსტზე 2014 წლის ივლისის შემდეგ მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ფანჩულიძემ დავით შავლიაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები