საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. ტაბულას ინფორმაცია დეპარტამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობას ლევან კუპატაშვილი ასრულებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი 2021 წელს დაინიშნა.