რიგის სამიტი

კანდელაკი: ჩვენი გეგმით, უკვე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უნდა გვქონოდა

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ გამართლდა ეს შემაშფოთებელი პროგნოზი და საქართველომ ვერ მიიღო ვერც უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ვერც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც არ გასწია არც საკანონმდებლო მუშაობა სათანადო ტემპით, არც ლობირების კამპანია ევროკავშირის მასშტაბით. ჩვენ ვთავაზობდით გეგმას, ჩვენი გეგმის მიხედვით დღეს უკვე ძალაში უნდა იყოს შესული უვიზო მიმოსვლა და ის ფაქტი, რომ მოლდოვამ ორი წლის წინ მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მთავრობის უნიათობას. რა თქმა უნდა, ნეგატიურ ფონს ხელი შეუწყო პოლიტიკურმა დევნამ საქართველოში და ასევე კრიმინალის ზრდამ, რაც ძალიან მგრძნობიარე საკითხია ევროკავშირისთვის ვიზების კონტექსტში. 

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა მოახლოებულ რიგის სამიტთან დაკავშირებით.

კომენტარები