17 მაისი

კორძაია: ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და მრგვალ ბაღში ამიტომ ვარ

geonews.ge

მრგვალ ბაღში ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ჩიორა თაქთაქიშვილმაც გამოხატეს.

"მე იმიტომ ვარ აქ, რომ ვაღიარებ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და დღეს სწორედ ამის დემონსტრირება ხდება. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დიახ, სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფომ გარკვეულ ნაწილში ვერ უზრუნველყო შეკრებების თავისუფლება და დღეს ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად უზრუნველყოფილი იქნება" - თქვა კორძაიამ.

ცნობისთვის, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრგვალ ბაღში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ. მათ უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა. შეკრების მიზანი იყო,საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობა 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ციტატით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან. 

აღსანიშნავია, რომ დღვანდელი შეხვედრა უსაფრთხოების მიზნით, გასაიდუმლოებულად დაიგეგმა. მედიამ და შეხვედრის მონაწილეებმა მხოლოდ გუშინ გვიან ღამით გაიგეს შეკრების დრო და ადგილი.

კომენტარები