კრიმინალი

ფალიაშვილის ქუჩაზე 16 წლის ბიჭის დაჭრისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრისთვის 1997 წელს დაბადებული მამუკა დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებული ბაჩანა ჭ. გულ-მკერდის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები