NDI-ის კვლევა

გაბაშვილი: ქართული ოცნების პოლიტიკა პრორუსული ძალების წახალისებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გოკა გაბაშვილის მოსაზრებით, ქვეყანაში პრორუსული ძალების გაძლიერება "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია.

"ეკონომიკურ პრობლემებთან და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ორნახევარწლიანი მოქმედების შედეგად, ძლიერდებიან ქვეყანაში პრორუსული ძალები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა - პრორუსული ძალების წახალისება, გაძლიერება და უნდა დავაკვირდეთ ამას, რომ ეს ძალები ძლიერდებიან, მათი გავლენა ძლიერდება. მთლიანად ხალხის შიში, რომ საქართველო კარგავს დამოუკიდებლობის წილს და რუსეთის გავლენა საქართველოზე სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება, ეს შიში ამ კვლევებში ნათლად ჩანს", - თქვა გაბაშვილმა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ რუსეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზე.

კომენტარები