კრიმინალი

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე სამი ნიღბიანი პირი მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

გუშინ, გვიან ღამით ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე სუპერმარკეტ ზღაპარის დაყაჩაღების მცდელობისას ორი პირი დააკავეს, ერთი კი მიმალვაშია.

მაღაზიაში შეიარაღებული, ნიღბიანი პირები შევიდნენ, თუმცა მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. სამართალდამცავების ადგილზე მისვლის შემდეგ ორმრივი სროლა დაიწყო. ერთ-ერთი ნიღბიანი პირი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული პირები 25-26 წლის ძმები არიან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმალვაში მყოფი ბრალდებულის დასაკავებლად ამ დრომდე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარები