უახლესი რუსული ტანკი ტე-15 არმატა წითელ მოედანზე, 9 მაისის აღლუმის რეპეტიციის დროს ტრიბუნის წინ გაჩერდა. მისი დაძვრა ეკიპაჟმა ვეღარ შეძლო და საბრძოლო მანქანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მოგვიანებით მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელმა ინციდენტი ეკიპაჟის გამოუცდელობას მიაწერა. 9 მაისის აღლუმზე უახლესი რუსული ჯავშანტექნიკა პირველად იქნება წარმოდგენილი.





