ისრაელი

ბინიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება დაასრულა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე კოალიციური მთავრობის შექმნა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ისრაელის პრესაში იუწყებიან, ბოლო პარტია, რომელიც ნეთანიაჰუმ კოალიციაში შეიყვანა, მემარჯვენე პარტია ებრაული სახლი იყო.

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა, ნეთანიაჰუს საქმის დასრულება ტელეფონით მიულოცა.

"მინდა მოგილოცო კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესის წარმატებით დასრულება. მივიღე შენი დასტურის წერილი, ახალი მთავრობის დასამტკიცებლად
ქნესეთის მოწვევას ველოდები", - განაცხადა რივლინმა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 6 კვირა ჰქონდა. მან თავისი კოალიცია ქნესეთს ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

 

კომენტარები