რიგის სამიტი

REUTERS-ი რიგის სამიტზე: ევროკავშირს კრემლის გაღიზიანების ეშინია

ევროკავშირის შეთავაზებები რიგის სამიტზე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებისთვის საკმაოდ მწირი იქნება, რისი მიზეზიც კრემლის გაღიზიანების შიშია. ამის შესახებ REUTERS-ი სამიტის დეკლარაციაზე დაყრდნობით იუწყება. 

დოკუმენტში ამ ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას არ სთავაზობენ. ასევე, როიტერის ცნობით, რიგის სამიტზე საქართველოს და უკრაინას არ შესთავაზებენ უვიზო მიმოსვლას, რადგან ამ ქვეყნებმა ჯერ საჭირო რეფორმები უნდა გაატარონ. ამავე დროს, როიტერის ინფორმაციით, ევროკავშირი უარს ეუბნება მოსკოვს უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების კიდევ ერთი წლით გადავადებაზე. 

კომენტარები