დაკავება

გიორგის ბაფთის მოხსნისთვის დაკავებული თავისუფალი ზონის წევრები გაათავისუფლეს

თავისუფალი ზონა

სამართალდამცველების მიერ დაკავებული "თავისუფალი ზონის" წევრები გიორგი რუხაია და დავით გოგოხია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. დამატებით დეტალებზე უწყება არ საუბრობს.

თავისუფალი ზონის ინფორმაციით კი, გოგოხიასა და რუხაიას დაკავების მიზეზი რუსული ნომრების მქონე მოტოციკლეტებიდან გიორგის ბაფთების ჩამოხსნა გახდა. ორგანიზაციის ცნობით, ბაიკერები კულტურის სამინისტროს წინ იყვნენ გაჩერებული. 

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები