ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცესა შეეძინა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცესა შეეძინა.

უელსის პრინც უილიამსა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონს გოგონა შეეძინათ, რომლის სახელიც სულ მალე გახდება ცნობილი.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით ახალშობილისა და დედის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

კენგსინგტონის სასახლემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ედინბურგის ჰერცოკი, უელსის პრინცი, კორნუოლის ჰერცოგინია, პრინცი ჰარი და ორივე ოჯახის წევრებს ახალი ამბავი უკვე აცნობეს.

 

 

 

კომენტარები