ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარის ტიტული "მისი სამეფო უმაღლესობა" სამეფო ოჯახის ვებგვერდიდან გაქრა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
CHRIS JACKSON/GETTY IMAGES

სამეფო ტიტულზე უარის თქმიდან სამი წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვებგვერდიდან პრინცი ჰარის ტიტული "მისი სამეფო უმაღლესობა" გაქრა. 2020 წლის ივნისში პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა თქვეს, რომ ისინი სამეფო ტიტულებზე უარს ამბობდნენ. 

2020 წლიდან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აღარ იწოდებიან მის სამეფო უმაღლესობად, თუმცა სამეფო ოჯახის ვებგვერდზე მათ ბიოგრაფიაში ისევ მითითებული იყო ტიტულები - HRH - His/Her Royal Highness - მისი სამეფო უმაღლესობა. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სასექსის საჰერცოგო შეინარჩუნეს და დღეს მათი ტიტულებია სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია. 

სამეფო ოჯახის ვებგვერდზე ინფორმაცია 4 აგვისტოს განახლდა. ამ ცვლილებებთან ერთად შეიცვალა მეფე ჩარლზის ტიტულიც, რომელიც ამ დრომდე პრინცად იყო მოხსენიებული. 

კომენტარები