სამთავრობო ცვლილებები

წიკლაური: ამას არაფორმალური მართვაც აღარ ჰქვია

ამას არაფორმალური მართვაც აღარ ჰქვია. პრემიერს ათი წუთით ადრე ატყობინებენ ახალი კაბინეტის შემადგენლობას და ანიშნინებენ ხიდაშელს, რომელსაც თავისი ნებით არასდროს წარადგენდა მინისტრად. თვით ხიდაშელი, რომელიც პარლამენტს არ დაუმტკიცებია მინისტრად, აცხადებს, რომ უკვე მინისტრია და კანონდარღვევით ისმენს ანგარიშს გენერალური შტაბის სამომავლო გეგმების შესახებ. აღარც პრემიერი, აღარც პარლამენტი, აღარც საზოგადოების მიმართ პატივისცემა. მხოლოდ რუსი ოლიგარქის მიმართ მონური მორჩილება.

წერს ენმ-ის წევრი ნუგზარ წიკლაური Facebook-ში.

კომენტარები