სამთავრობო ცვლილებები

ბესელია პრეზიდენტზე: მომეჩვენა, რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება

პოლიტიკოსები, და განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო სადავეებთან მყოფ პირებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებების მიღების დროს არ უნდა იყვნენ გაბრაზებულები. გადაწყვეტილებების მიღების დროს გვჭირდება სიმშვიდე. მომეჩვენა, რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, არ შეიძლება, იყო გაბრაზებული.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო.

კომენტარები