ლარის გაუფასურება

ლარის გაუფასურება გრძელდება - ლარი ასეთი გაუფასურებული ბოლოს 1999 წელს იყო

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა, ეროვნული ვალუტა დღეს 0.08 თეთრით გასული 16 წლის მინიმუმადე გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.2852 ლარი ეღირება. ბოლოს ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული 1999 წლის მარტში იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.13 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.476 ლარი ეღირება. 

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზს ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კლება წარმოადგენს. 

ლარის გაუფასურების გამო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებისა და ეროვნული ბანკის მონაწილეობით საკომიტეტო მოსმენის გამართვას გეგმავს. 

სავალუტო შოკის დაწყებიდან ეროვნული ვალუტის კურსი 31%-ით გაუფასურდა. კრიზისში ლარის წინა პიკური გაუფასურების გაცვლითი კურსი 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.26 ლარი ღირდა.

კომენტარები