კრიმინალი

თერჯოლაში ოჯახი დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თერჯოლაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ექვსმა ნიღბიანმა პირმა ჭანკვეტაძეების ოჯახი დააყაჩაღა. როგორც დაზარალებულები რუსთავი 2-თან საუბარში ამბობენ, თავდამსხმელებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, წაიღეს დიდი ოდენობით ოქროულობა და თანხა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები