ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო განხილვა გრძელდება. დღეს მტკიცებულებათა ნუსხას დაცვის მხარე წარადგენს. ადვოკატები ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობასაც დააყენებენ, რადგან, მათი თქმით, პროკურატურამ ისინი უკანონოდ მოიპოვა. სახელმწიფო ბრალდება კი მტკიცებულებათა კანონდარღვევით მოპოვებაში დაცვის მხარეს ადანაშაულებს. პროკურორი ნინო აღლემაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი მტკიცებულება დელტა კომის მაგისტრალური კაბელის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი დემოკრატებიც იმყოფებიან. ირაკლი ალასანია კვლავ საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. მისი თქმით, ის თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სილქნეტს გადაუხადა, თავიდანვე გათვალისწინებული და პრემიერთან შეთანხმებული იყო.

მტკიცებულებათა დასაშვებობის განხილვის დასრულების შემდეგ დაცვის მხარე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობასაც დააყენებს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

თავდაცის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები