წყალმომარაგების შეზღუდვა

ბენდელიანი: შევხვდით GWP-ის წარმომადგენლებს, დაზიანების აღმოფხვრას 1 კვირამდე დასჭირდება

დედაქალაქის მერაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანე ამბობს, რომ თბილისში წყალმომარაგების სრულად აღდგენას ერთ კვირამდე დასჭირდება. 

"საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-სათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 000 აბონენტი, მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას" – ამბობს ბენდელიანი.

მერიის განცხადების მიხედვით, GWP-ის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე.

სად და რამდენი ხნით აღდგება წყალმომარაგება - GWP-ის გრაფიკი მისამართების მიხედვით

 

კომენტარები