წყალმომარაგების შეზღუდვა

დღის ბოლომდე გვექნება ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები წიწამურთან – GWP

GWP

GWP-ის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები მაგისტრალური მილსადენის სრულად აღსადგენად. 

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დაგეგმილთან შედარებით, 12 საათით ადრე დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. 

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო

მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. 

ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე

დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა

Სამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს" - წერია GWP-ის გავრცელებულ განცხადებაში. 

დედაქალაქის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) წარმომადგენლებთან დღეს დილით გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ თბილისში წყალმომარაგების სრულად აღდგენას ერთ კვირამდე დასჭირდება. 

 

კომენტარები