NATO-ჩინეთი

ჩინეთმა ომში რუსეთის დახმარებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს - სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დახმარებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს, თუ ჩინეთი ამგვარ პოლიტიკას არ შეცვლის.

სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი ცდილობს ორმაგი თამაში ითამაშოს და ომში რუსეთის დახმარების პარალელურად ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. ჟურნალისტის კითხვას ჩინეთთან პოლიტიკის ცვლილების შესახებ სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ კვლავ მიმდინარეობს საუბრები შესაძლო სანქციების შესახებ.

"გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასე ვერ იმუშავებს. რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ რამე ტიპის ეკონომიკურ საფასურზე, თუ ჩინეთი პოლიტიკას არ შეცვლის" - თქვა იანს სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ არ არის არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ომის შეწყვეტას აპირებს. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს აწვდიდა იარაღს და ჩიპებს, რომლებიც რაკეტების დასამზადებლად აუცილებელი კომპონენტია. 

კომენტარები