ადამიანები, რომლებიც თქვენ აქ ჩამოთვალეთ, არიან ჩვენი გუნდის წევრები. მე მათ ნაწილს ვიცნობ, ვინც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო პროცესებში, წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მათი ცალკეული მიმართულებით დანიშვნასთან დაკავშირებით. მე ვერ წარმომიდგენია, თუ არა გიორგი არეშიძე, ვინ შეიძლება ჩვენთან უხელმძღვანელოს ახალგაზრდულ მიმართულებას და სპორტს. გიორგის მე დიდი ხანია ვიცნობ, მე სხვა ალტერნატივა არც განმიხილავს, ვიცი მისი მიდგომები, მისი აქტიური ბრძოლა, მისი დამოკიდებულება ახალგაზრდულ პოლიტიკასა და სპორტთან მიმართებაში, ის არის ძალიან საღი გონების ადამიანი, რომელიც ყოველთვის იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს.
tbl.ge/bsr
დაკოპირდა

თბილსის მერი დავით ნარმანია, რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, მერიაში კახი კალაძის 23 წლის ცოლისძმის გიორგი არეშიძისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ნათესავების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
ამავე თემაზე
- ევროპული საქართველო მუნიციპალიტეტებში ნეპოტიზმის ფაქტებს ასაჯაროებს
- ქობულეთის სანდასუფთავებაში სავარაუდო ნეპოტიზმსა და ფიქტიურ დასაქმებაზე გამოძიება დაიწყო
- ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი გადააყენეს - მიზეზი "მედიასთან ცუდი ტონია" და არა ნეპოტიზმი
- "ჩემი ცოლის ძმა დავასაქმე, შენსას ხომ არ დავნიშნავდი?" - ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი
- ღარიბაშვილი ნეპოტიზმზე: რამდენიმე ადამიანთან საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა