ბოლო დღეებში გურჯაანში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის იმის მცდელობა, რომ კახეთის რეგიონში 2 წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარე პროექტები გადაიფაროს. ჩვენი ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით გახსნილმა 119-მა ახალმა საწარმომ, საიდანაც 42 კახეთის რეგიონშია, 10 - კი კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ათობით გაფართოებულმა საწარმოებმა, წარმატებულად ჩატარებულმა რთველმა, ათასობით გაშენებულმა ვენახებმა, განახლებულმა გზებმა, ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა. ყველა ის ბრალდება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების და პირადად ჩემი მისამართით ისმის, არის უსაფუძვლო და ნიშანი იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში კრახი განიცადა. ტელეეთერებიდან ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორ არ უნდა მოექცეს დეპუტატი თავის ამომრჩეველს, იმ ხალხს, ვინც თავის დროზე გიორგი ღვინიაშვილს ნდობა გამოუცხადა და დეპუტატის მანდატი მისცა. მე როგორც მხარის გუბერნატორი ვდებ პირობას, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რეგიონში ყველა მოქალაქის გამოხატვის უფლება იქნება დაცული", - ნათქვამია განცხადებაში.
tbl.ge/5z
დაკოპირდა
სახელმწიფო რწმუნებულის კახეთს რეგიონში ირაკლი შიოლაშვილის საგანგები განცხადება გურჯაანში ბოლო დღეებში ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- სახალხო დამცველი გურჯაანში ძალადობას გმობს
- ვოლსკი: კორუფციასა და თაღლითობაში გამოცდილ ენმ-ს რაღაც საკითხებზე დაეჯერება
- პრემიერი: გურჯაანის ინციდენტი პროვოცირებული იყო ე.წ. ოპოზიციის მხრიდან
- პრემიერი გურჯაანის ინციდენტზე: მოსახლეობის რეაქცია იყო მძაფრი, მაგრამ გასაგები
- ენმ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, გურჯაანში აქციას აღარ გამართავს