დაპირისპირება გურჯაანში

პრემიერი: გურჯაანის ინციდენტი პროვოცირებული იყო ე.წ. ოპოზიციის მხრიდან

მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო გურჯაანის ინციდენტს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან სამწუხარო ფაქტი ის, რაც მოხდა, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს ყველას, რომ ეს იყო პროვოცირებული ე.წ. ოპონენტების, ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, ასეთი დესტრუქციული მეთოდებით მათ სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის შეფერხება და პარალიზება. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და მწვავე, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობებში ცხოვრობდა მოსახლეობა, ასე რომ, რეაქცია, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს მათი აგრესია არის გასაგები... ამ მოსახლეობის აგრესია... ასე რომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი მძაფრი გამოხატულებისგან.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის გამგეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე.

კომენტარები