ჩინეთი

ჩინეთი დაკრძალვებზე სიტრიპტიზის ცეკვის აკრძალვას გეგმავს

CNN

CNN-ის ცნობით ჩინეთი პანაშვიდებზე სტრიპტიზის აკრძალვას გეგმავს. ჩინეთის რეგიონებში პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე სტიპტიზის შესრულება რამდენიმე წელია, რაც ერთგვარ ტრენდად იქცა. მოსახლეობის განცხადებით პანაშვიდების სტრიპტიზით გაფორმების მიზანს ხალხის გამხიარულება წარმოადგენს. 

რეგიონების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მიზანს პანაშვიდებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მიყვანა წარმოადგენს, რისთვისაც ხშირად გასართობ წარმოდგენებსაც დგამენ, ასეთ წარმოდგენებში ზოგჯერ სტრიპტიზის მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.

ჩინეთის კულტურის სამინისტრომ მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მოუწოდა, რომ ამგვარი საქციელი ეთიკის ნორმებს სცდება და არაცივილზებულ ქმედებას წარმოადგენს. გავრცელებული ფოტოების მიხედვით ასეთ სანახაობებს ყველა ასაკის წარმომადგენლები, მათ შორის ბავშვებიც ესწრებოდნენ, რაც სამინისტროსთვის მიუღებელია. 

ჩინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს აზარტული თამაშების, პროსტიტუციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა. სამინისტრო ახლა დაკრძალვებისა და პანაშვიდების დაკვირვებასაც გეგმავს.  

კომენტარები