თეორემა

ნეპოტიზმი და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, ნაწილი I

სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში ბიძინა ივანიშვილისთვის მუშაობდა - უმაღლესი თანამდებობის პირების - პრემიერისა და მინისტრების გარდა მილიარდერთან დაკავშირებულ კომპანიებში სხვადასხვა ადგილზე მომუშავე ადამიანები, დღეს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, გარდა 38 თანამდებობის პირისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში, 14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი.

ეჭვს იწვევს ამ ადამიანების კვალიფიკაციაც, რადგან მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი ამ თანამდებობამდე ელიტა ბურჯის მძღოლი იყო. საჩხერის უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია ატუში ოსტატის პოზიციას იკავებდა.

რას აკეთებენ საჯარო უწყებებში ეს ადამიანები და რატომ არიან დანიშნულები ისეთ თანამდებობზე, რომელთაც მათი კვალიფიკაცია აშკარად არ ესადაგება.

ამ თემებზე ვსაუბრობთ საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს თანამშრომელ ერეკლე ურუშაძესთან ერთად.

" ეს არის ყოვლად დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ე.წ. ოპოზიციის წევრები ბედავენ, მიდიან გურჯაანის რაიონის გამგეობაში. " - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სურვილს გურჯაანში ანტიკორუფციული საბჭო დაეფუძნებინა. პრემიერის ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას. კვერცხების სროლა, ყვირილი და გინება - სწორედ ამ ფონზე წარიმართა რამდენიმე სამუშაო დღე გურჯაანის გამგეობაში.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და დეპუტატს გურჯაანის რაიონიდან გიორგი ღვინიაშვილს გამგეობის შენობაში მუშაობის საშუალება არ მისცეს, თუმცა მათ ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ მაინც გაავრცელეს ინფორმაცია.

ჩვენი მეორე სტუმარი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილია.

კომენტარები