ნეპოტიზმი

ბასილაია: ნეპოტიზმთან ბრძოლის საშუალება მსჯელობა და დაუფარავი კონტროლია

ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს საქართველოში მთავრობა არის მთავარი დამსაქმებელი. ის არ ასაქმებს ადამიანებს წარმოებაში და კერძო ბიზნესში. ის ძირითადად ასაქმებს სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატი სანამ იქნება ადამიანების დასაქმების მთავარი წყარო, იქ ნეპოტიზმის გამოყენების ალბათობა გაზრდილი იქნება. ბრძოლის საშუალება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - მსჯელობა და დაუფარავი კონტროლი. აი, მაგალითად, ის, რაც TI-მ გააკეთა, ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად. ეს ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს და არა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის. მხოლოდ და მხოლოდ მსჯელობით და ყურადღებით შევძლებთ ამის დაძლევას. კანონის იმედი ამ შემთხვევაში არ მაქვს, იმიტომ, რომ ძალიან ბუნდოვნად წარმომიდგენია, რა შეიძლება ეწეროს ამ კანონში.

ფონდ "ალპეს" დამფუძნებელი მერაბ ბასილაია ნეპოტიზმზე - ტაბულას ეთერში, გადაცემაში "თეორემა."

კომენტარები