ნეპოტიზმი

თარხნიშვილი: ივანიშვილი მთავრობას მისდამი ერთგულების ნიშნით აკომპლექტებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით დიდი ხნის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილი მთავრობას აკომპლექტებს მხოლოდ მისდამი პირადი ერთგულების ნიშნით და არად დაგიდევთ არც კვალიფიკაციას და არც სხვა ნიშნებს. შედეგად ჩვენ მივიღეთ სისტემა, რომელიც დაფუძნებულია არაფორმალურ მმართველობაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. სწორედ ამის შედეგია ის, რაც დღეს გვაქვს საქართველოში - ეკონომიკური გაჭირვება, ლარის გაუფასურება და გაღარიბებული ხალხი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა TI-ის კვლევა შეაფასა, რომლის მიხედვითაც, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში მუშაობდა.

კომენტარები