იემენი

იემენში ამბოხებული ჰუთი დანებებას არ აპირებს

Yahya Arhab / European pressphoto agency

"ჩვენი მებრძოლები ძირითადი ქალაქების და შენობების დატოვებას არ აპირებენ, ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ დავნებდებით, მხოლოდ ოცნებობს", - ასე გამოეხმაურა ამბოხებულ ჰუთთა ლიდერი აბდულ ალ-ჰუსი იემენის სამხედრო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას შიიტ აჯანყებულთა პოზიციების დასუსტებასთან დაკავშირებით.

ალ-ჰუსის თქმით, ამბოხებულები ხალხის მხარდაჭერითაც სარგებლობენ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ ამბოხებულების წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ ჰუთი, რომელიც იემენის დედაქალაქ სანაში იანვარში შეიჭრა, უკან დახია. 

კომენტარები