ვისი ტერიტორიაა დღეს ყირიმი? ვისი იურისდიქცია ვრცელდება დღეს ყირიმზე? ვკითხოთ უბრალოდ ჩვენს მოსახლეობას. უკრაინელებიც კი აღიარებენ, რომ დღეს ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია... ეს არის დღეს ფაქტი, რომ ყირიმი დღეს არის რუსეთის ტერიტორია. სხვათა შორის, პრაქტიკულად დე ფაქტოც და დე იურეც, იმის მიუხედავად, მე და თქვენ ეს მოგვწონს თუ არა. ეს იყო ჩემი მხრიდან გაკეთებული არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატირება, რომელიც არსებობს... მე არავის არ ვეთანხმები, მე ვამბობ იმას, რაც არის, დღეს ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია, ამას აღიარებს მათ შორის ის გამოკითხვები, რომელიც ჩაატარეს დასავლეთის წარმომადგენლებმა... სადაც დღესაც, უკვე ერთი წლის თავზე ყირიმის რუსეთთან შეერთებისა, 80 პროცენტი ამბობს, რომ ისინი არიან ბედნიერები რომ შეუერთდნენ რუსეთს და ეს არის, ასევ თქვათ, რუსეთის ტერიტორია... თუ გავითვალისწინებთ რეფერენდუმს, ყირიმი დღეს არ არის ანექსირებული... თუ მოსახლეობის 100 პროცენტი მიიღებს რეფერენდუმში მონაწილეობას, ეს საშიში პრეცედენტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს პრეცედენტი უკვე არსებობს...
tbl.ge/d4r
დაკოპირდა

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე პალიტრა ტვ-ს გადაცემა რეზიუმეში, ყირიმის სტატუსის შესახებ.
ამავე თემაზე
- ბურჯანაძე მინსკის კონფერენციაზე გამოვიდა, ლუკაშენკოს შეხვდა
- ბურჯანაძე ივანიშვილზე: ნორმალური ფსიქიკისაა კაცი, რომელიც 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?
- HANGOVER-ის მსახიობმა ნინო ბურჯანაძის ვიდეო გამოაქვეყნა
- ბურჯანაძე: გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მომიხდია, იყო წუხილი იმაზე, რაც მოჰყვა პროცესს
- რუსული მედია: ბურჯანაძემ კოსაჩევს გავრილოვის ღამის გამო ბოდიში მოუხადა




