ლარის გაუფასურება

ლარი კვლავ გაუფასურდა - ხვალ ერთ დოლარს 2.253 ლარად შეიძენთ

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებით დღეს 0.24 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 18 აპრილს, ერთი აშშ დოლარი 2.253 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 2.5 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ევრო 2.444 ლარი ეღირება.

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზს სავალუტო შემოდინებების შემცირება წარმოადგენს, რაც ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებაში აისახება. ამის გამო საქართველოს საგადამხდელო ბალანსი გაუარესდა, რაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს. 

სავალუტო შოკის დაწყებიდან ეროვნული ვალუტის კურსი 31%-ით გაუფასურდა. კრიზისში ლარის მინიმალური გაცვლითი კურსი 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.26 თეთრი ღირდა.

კომენტარები