ლარის გაუფასურება

ლარი კვლავ გაუფასურდა - ხვალ ერთ დოლარს 2.251 ლარად შეიძენთ

ლარის სიმბოლო
nbg.ge

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებით დღეს 0.24 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 17 აპრილს, ერთი აშშ დოლარი 2.251 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მთელი სამი თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ევრო 2.441 ლარი ეღირება.

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზს სავალუტო შემოდინებების შემცირება წარმოადგენს, რაც ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებაში აისახება. ამის გამო საქართველოს საგადამხდელო ბალანსი გაუარესდა, რაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს. 

სავალუტო შოკის დაწყებიდან ეროვნული ვალუტის კურსი 31%-ით გაუფასურდა. კრიზისში ლარის მინიმალური გაცვლითი კურსი 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.26 თეთრი ღირდა. 

კომენტარები