ტერორიზმი

საჰაერო შეტაკებებს იემენში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა

telegraph.co.uk

საჰაერო შეტაკებებს იემენში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი, იბრაჰიმ ალ-რუბაიში ემსხვერპლა. ალ-რუბაიშთან ერთად, მოკლულია ოთხი სხვა ტერორისტიც. ამის შესახებ ინფორმაციას ალ-ყაიდა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის მთავრობის ძალისხმევით, ალ-რუბაიში დააპატიმრეს. ის სასჯელს კუბაში, გუანტანამოს ციხეში იხდიდა. 2009 წელს ტერორისტი საუდის არაბეთის ჯიჰადისტთა რეაბილიტაციის პროგრამაში მოხვდა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

კომენტარები