რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

TI: რუსეთთან ურთიერთობისთვის აბაშიძემ და მისმა კონსულტანტმა 251681 ლარი მიიღეს

ზურაბ აბაშიძე

საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მისმა კონსულტანტმა 251,681 ლარის ანაზღაურება მიიღეს.

"რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა საქართველოს მთავრობამ 2012 წლის ნოემბერში შექმნა, რომელზეც დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული სპეციალური წარმომადგენლის მუშაობა და ინფორმაცია მთავრობის კანცელარიისგან გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, ზურაბ აბაშიძემ და მისმა კონსულტანტმა გიორგი ქაჯაიამ 2012 წლიდან დღემდე ჯამში 251,681 ლარის ანაზღაურება მიიღეს, აქედან 187,681 თავად ზურაბ აბაშიძის ანაზღაურება იყო, ხოლო 64,000 - კონსულტანტის. საშუალოდ, ზურაბ აბაშიძის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 6,500 ლარია.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე სპეციალური წარმომადგენლის სასტუმროს ხარჯებმა სულ 54,690 ლარი შეადგინა", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა.

კომენტარები