კრიზისი უკრაინაში

დონეცკის მახლობლად ადგილობრივი ჟურნალისტი დაიღუპა

tass.ru

სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში ისევ დაიძაბა. დონეცკის აეროპორტის მახლობლად ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი დაიღუპა. ეს ფაქტი ერთობლივ საკონტროლო ცენტრში უკრაინის წარმომადგენელმა დაადასტურა. მანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. მეორე ჟურნალისტმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო.

სეპარატისტები ამ ინციდენტში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ. კიევში კი აცხადებენ, რომ გასულ ღამეს სეპარატისტებმა ცეცხლი 18-ჯერ გახსნეს. მათ შორის ტანკებიდან და არტილერიიდან. ბატალიონ ყირიმის მებრძოლების თქმით, დონეცკთან სეპარატისტებმა ფოსფორის ჭურვები გამოიყენეს.

კომენტარები