საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობა

შესაძლოა მოსკოვში ბერძნულ პროდუქციაზე რუსული ემბარგოს მოხსნა განიხილონ

AFP

საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი მოსკოვს ეწვია, სადაც პრეზიდენტ პუტინს, პრემიერ მედვედევს და რუსეთის პატრიარქს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, პუტინთან ციპრასის შეხვედრისას შესაძლოა საბერძნეთისთვის რუსული სასურსათო ემბარგოს გაუქმების საკითხი განიხილონ.

როგორც მანამდე რუსული გამოცემა კომერსანტი წერდა, რუსეთი ასევე მზადაა საბერძნეთს კრედიტები ბერძნული აქტივების სანაცვლოდ გამოუყოს. საუბარია გაზის კომპანია დეპაზე, რკინიგზაზე, ათენისა და სალონიკის ნავსადგურებზე. 

ცოტა ხნის წინ ალექსის ციპრასმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გააკრიტიკა. 

კომენტარები