საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობა

კომერსანტი: მოსკოვი მზადაა, ათენს კრედიტები აქტივების სანაცვლოდ გამოუყოს

AFP

რუსეთი მზადაა, საბერძნეთს კრედიტები ბერძნული აქტივების სანაცვლოდ გამოუყოს. ამის შესახებ გამოცემა კომერსანტისთვის მოსკოვში საბერძნეთის პრემიერის ალექსის ციპრასის ვიზიტის წინ გახდა ცნობილი. ვიზიტისას ციპრასი პრეზიდენტ პუტინს, პრემიერ მედვედევს და რუსეთის პატრიარქს შეხვდება.

კომერსანტის ცნობით, მანამდე მოსკოვში საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრი იმყოფებოდა, რომელიც მოლაპარაკებას გაზის ტარიფზე შეღავათის თაობაზე აწარმოებდა. რუსული მხარე მზადაა, ტარიფის შემცირების და ათენისთვის კრედიტების გამოყოფის საკითხი განიხილოს, თუმცა საპასუხოდ საბერძნეთისგან გარკვეული აქტივების მიღება სურს. მათ შორის საუბარია გაზის კომპანია დეპაზე, რკინიგზაზე, ათენისა და სალონიკის ნავსადგურებზე. შესაძლოა, მოსკოვში ბერძნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნაზეც იმსჯელონ.

ცოტა ხნის წინ ალექსის ციპრასმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გააკრიტიკა. 

კომენტარები