საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობა

საბერძნეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინს შეხვდა

http://www.investireoggi.it/

საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი მოსკოვს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, საბერძნეთის პრემიერმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ორი ქვეყნის  ურთიერთობას ახალი სტარტი მისცეს. 

როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, მოსკოვში შესაძლოა საბერძნეთისთვის რუსული სასურსათო ემბარგოს გაუქმების საკითხი განიხილონ. რუსული გამოცემა კომერსანტი კი წერდა, რომ რუსეთი ასევე მზადაა საბერძნეთს კრედიტები ბერძნული აქტივების სანაცვლოდ გამოუყოს. საუბარია  გაზის კომპანია დეპაზე, რკინიგზაზე, ათენისა და სალონიკის ნავსადგურებზე. 

ცოტა ხნის წინ ალექსის ციპრასმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გააკრიტიკა.

კომენტარები