ლარის გაუფასურება

ლარი მეორე დღეა მყარდება

ლარის სიმბოლო
nbg.ge

ლარი მეორე დღეა მყარდება, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებით დღეს 0.15 თეთრით გამყარდა. ხვალ, 8 აპრილს, ერთი აშშ დოლარი 2.25 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მთელი სამი თეთრით გამყარდა. ხვალ ერთი ევრო 2.442 ლარი ეღირება.

სავალუტო შოკის დაწყებიდან ეროვნული ვალუტის კურსი 31%-ით გაუფასურდა. კრიზისში ლარის მინიმალური გაცვლითი კურსი 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.26 თეთრი ღირდა. 

კომენტარები