პოლიციელის მკვლელობა

სესიაშვილი აბულაძეზე: შესაძლოა, საქმე გვქონდეს ბრეივიკის მსგავს მკვლელთან

საქმე გვაქვს არაორდინალურ შემთხვევასთან. მკვლელთან არ გვაქვს საქმე. შეიძლება, გარკვეული სახით გადაცდომასთანაც გვქონდეს საქმე. ჩვენ ამ ვითარებაში უნდა გავერთიანდეთ და პოზიციების კონსოლიდაცია მოვახდინოთ. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ პოლიციას გვერდით ვუდგავართ. ვისურვებ, რაც შეიძლება დროზე მოხდეს საქმის გამოძიება და ეჭვმიტანილის დაკავება. გვახსოვს სერიოზული ტრაგედია, ბრეივიკის მიერ ჩადენილი. არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს ისეთ მკვლელთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის. ის განსაკუთრებით ერჩის პოლიციელებს და შეიძლება სხვა პრობლემასთანაც გვქონდეს საქმე. ის არის თავისი ხასიათით გამორჩეული - რთული. საჭიროა საზოგადოების კონსოლიდირება.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეზე საუბრისას.

კომენტარები