პოლიციელის მკვლელობა

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დანაშაულს არ აღიარებს

შალვა აბულაძე
შსს

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატ არჩილ ჩუბინიძის თქმით, აბულაძე სასამართლო პროცესზე ბრალდებას ზეწოლის გამო დაეთანხმა. ჩუბინიძემ განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.

შალვა აბულაძე მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს ეთანხმება, თუმცა, ამ ბრალდებასაც ნაწილობრივ. ადვოკატის თქმით, სპეცოპერაციის ადგილზე ნაპოვნი იარაღის ნაწილი მას არ ეკუთვნოდა. არჩილ ჩუბინიძის მტკიცებით, აბულაძეს ფიზიკური ძალადობის ნიშნები აქვს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შალვა აბულაძეს ბრალად ორი პოლიციელის მკვლელობა და ორის დაჭრა ედება. მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

კომენტარები