პოლიციელის მკვლელობა

აბაშიძე: პრემიერმინისტრის განცხადებები აბსოლუტურად არასერიოზულია

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიჭირს ანალიზი და სერიოზული პოზიციების გამოხატვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის სერიოზული. იმიტომ, რომ, როცა ადამიანს აქვს ამხელა თანამდებობა და არის ქვეყნის პრემიერმინისტრი ელემენტარულად ასეთი ტიპის განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, რომელიც არ არის გააზრებული, არ არის გათვლილი პოლიტიკურად საერთოდ და ვერ ვხვდები, რაზეა ორიენტირებული. ის, რომ დანაშაულს უნდა ებრძოლო აქსიომაა და არ სჭირდება რაიმე დადასტურება ხელისუფლების მხრიდან ან მოქალაქისთვის იმის მტკიცება, რომ დანაშაული უნდა იყოს აღკვეთილი. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრინციპი. არა მხოლოდ დააკავოს და ციხეში ჩასვას, ამას აქვს მთელი რიგი ამოცანები მანამდე - პრევენცია როგორ მოახდინოს. ეს არის სამართალდამცველი სტრუქტურების მთავარი ამოცანა, რომ მანამდე მივიდეს იქამდე, რომ დანაშაული არ მოხდეს. ამისთვის სჭირდება პოლიციას მხარდაჭერა, გადამზადება, მთელი რიგი საკითხების რეფორმები, რაც დღეს საკკმაოდ დაგვიანებულია. არა მხოლოდ პრემიერისგან, საპარლამენტო უმრავლესობისგანაც ვისმენთ უბრალო სიტყვებს, რომ ჩვენ ჩავატარებთ რეფორმას - როდის, 2016 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში არ იქნებიან?

თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები