კრიზისი უკრაინაში

გუშინ საღამოდან, რუსმა ინტერვენტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს

AFP

რუსი ინტერვენტები აღმოსავლეთ უკრაინაში გააქტიურდნენ. დღეს დილიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მათ იერიში მიიტანეს სამთავრობო ძალებზე სოფელ შიროკინოში მარიუპოლის მახლობლად.

გუშინ საღამოდან პრორუსულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ 14-ჯერ დაარღვიეს. ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლის მოადგილე ვალენტინ ფედიჩევის განცხადებით, მისი ინფორმაციით, სეპარატისტები უახლოეს დღეებში სტანიცა ლუგანსკაიას მიმართულებით შეტევას გეგმავენ. 

კომენტარები