ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

geonews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი  დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,  რომ ერთ-ერთმა მეწარმე სუბიექტმა, გორის მუნიციპალიტეტს შეუსრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოებისთვის თანხის გადმორიცხვის დაჩქარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქისგან, ქრთამის სახით, 500 ლარი აიღო.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338- ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე.

კომენტარები