პოლიციელის მკვლელობა

გომელაური: პოლიციას ცეცხლი დღესაც გაუხსნეს

ტაბულა

პოლიციას ცეცხლი დღესაც გაუხსნეს - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურის თქმით დღეს უცნობმა პარიკიანმა პიროვნებამ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და შესაძლოა ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც გუშინ პოლიციელი, ბექა მარგიშვილი მოკლა.

"ამას გამოძიება დაადგენს. ეჭვი შეიტანეს პიროვნებაზე, რომელსაც ასევე მოუწოდეს შეჩერება და ასევე არ შეჩერდა და ცეცხლი გახსნა. მას ეკეთა პარიკი. სავარაუდოდ, ერთი და იგივე პიროვნება იყო გუშინდელ შემთხვევაში და დღეევანდელ შემთხვევაში. პარიკი დააგდო, გაიქცა და მიიმალა. ისევ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს. ამჟამად საბედნიეროდ არავინ დაზიანდა" - განაცხადა მარგიშვილმა.

გუშინ, უცნობმა პირმა ორ სამართალდამცველს ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს. ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები